მენიუს გახსნა
”ამაჩქარებელთან დაერთებული, კრუიზკონტროლი ინარჩუნებს წინასწარ დადგენილ სიჩქარეს. ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი არის გაუმჯობესებული სისტემა, რომელიც მართავს სიჩქარეს ელექტრონულად. ”
დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობისას, საკმაოდ დამღლელია აჩქარების პედალზე მუდმივად ფეხის დაჭერა. საკრუიზო კონტროლი არის ის ფუნქცია, რომელიც ამცირებს მძღოლის დაღლილობას,განსაკუთრებით შორ გზაზე მგზავრობისას. აჩქარების პედალზე დაჭერის ნაცვლად, სისტემა იყენებს ამძრავს რათა აკონტროლოს დროსელი და ეხმარება ავტომობილს დადგენილი სიჩქარით მოძრაობაში.
საკრუიზო კონტროლის სისტემა, რომელიც ძველ ავტომობილებშია გამოყენებული, ამაჩქარებელს კაბელის საშუალებით უკავშირდება და ინარჩუნებს გაზის პედალს გარკვეულ პოზიციაში, შერჩეული სიჩქარის შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც სისტემა ახალ ავტომობილებში, სიჩქარეს კაბელის გარეშე, ელექტრონული პროგრამის საშუალებით მართავს. ამ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია ავტომატურად შეცვალოს სიჩქარე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს წინ მიმავალი ავტომობილი. ეს მკვეთრად ამცირებს მძღოლის დაღლილობას, რადგან მძღოლებს არ უწევთ ამაჩქარებლის პედლის განმეორებით დაჭერა და გათავისუფლება. მძღოლებისთვის სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა პიკის საათებში მაგისტრალებზე ან გზებზე, რომლებსაც საცობი აქვს.
ადაპტაციური საკრუიზო კონტროლი არის არსებული საკრუიზო კონტროლის მოწინავე ვერსია. სტანდარტული სისტემის წყალობით, ავტომობილი მოძრაობს მძღოლის მიერ წინასწარ მითითებული სიჩქარით, ამაჩქარებლის პედელზე დაჭერის გარეშე. ანალოგიურია ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის სისტემა. ამასთან, მას შეუძლია გამოიანგარიშოს თქვენს წინ მიმავალი ავტომობილის სიჩქარე რადარის სენსორების მონაცემების გამოყენებით და ავტომატურად შეცვალოს თქვენი ავტომობილის სიჩქარე, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო მანძილი ავტომობილებს შორის. თუ წინ მიმავალი ავტომობილი შენელდება, სისტემა აფიქსირებს სიჩქარის შემცირებას და აკონტროლებს თქვენი ავტომობილის შენელებასაც. თუ წინა ავტომობილმა ზოლი შეიცვალა, სისტემა ძრავას აძლევს აჩქარების სიგნალს.