შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. კიას ახალი ლოგო აქვს?

კიას ახალი ლოგო აქვს?

''ჩვენი ახალი ლოგო აერთიანებს დიზაინის 3 კონცეფციას, რომელიც, ასევე, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ჩვენი ბრენდის იდეას:” რიტმი ”,” აღმასვლა ”და” სიმეტრია ”; მასში გამოყენებულია შავი და თეთრი ფერები.''

ამ წლის დასაწყისში, კიას ჯგუფმა ბრენდის ტრანსფორმაცია გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ განახლებული ლოგო და ლოზუნგი. ეს ცვლილებები მოიცავს ჩვენს საერთო ამბიციებს, გავხდეთ არა მხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი, არამედ მთავარი მოთამაშე მომავალი მობილობის სფეროში.

 

 

 

ამის გათვალისწინებით, ჩვენი ლოგო გამოხატავს ცვლილებებთან ადაპტირებასა და განვითარებას; და გახლავთ ერთგვარი სიმბოლო პირობისა, რომელსაც კია თავის მომხმარებლებთან ერთად იცავს. ეს პირობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რის საფუძველზეც შევიმუშავეთ კიას ახალი ლოგო. ახალი ლოგოს თითოეული დიზაინის მახასიათებელი წარმოადგენს ჩვენი  ბრენდის იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ.

 

  • ახალი ლოგო ჰგავს ხელნაწერ ავტოგრაფს, რაც წარმოადგენს ჩვენს მიზანს, ყოველთვის დავიცვათ ბრენდის პირობა.
  •  ახალი ლოგოს ხაზები გახლავთ რიტმული, დაბალანსებული და უწყვეტი, რაც წარმოადგენს ჩვენს სურვილს, შევქმნათ შთაგონებისა და ინსპირაციის მომენტები. ლოგოს აღმავალი ხაზები წარმოაჩენს ჩვენს ამბიციებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო იზრდება. 
  • ლოგოს სიმეტრია მაჩვენებელია იმ თავდაჯერებულობისა, რასაც მომხმარებელთა კმაყოფილება გვაძლევს.

 

შეჯამების სახით, შემდეგი სამი სიტყვა ‘’რიტმი ”,” აღმასვლა ”და” სიმეტრია ” -საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენი ბრენდის შეხედულებებს.

 

 

ახალი ლოგო კიას რებდრენდინგის ერთ-ერთი მაგალითია. როგორც 2020 წლის ოქტომბერში განვაცხადეთ, ამ ცვლილებებს თან ახლავს ‘’გეგმა S.” ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ხელს შეგვიწყობს ელექტრო მანქანების უფრო დიდი ბაზრის შექმნაში. ‘’გეგმა S”-ის დახმარებით, ჩვენ გვაქვს მიზანი, 2020 წლიდან 2025 წლამდე, შემოგთავაზოთ 11 ახალი ელექტრო ავტომობილის მოდელი.

 

 

The launch of our new logo is only one of the facets of our rebranding. Alongside these changes, as we have announced in October 2020, is “Plan S.” “Plan S” is the blueprint that will guide us to advance toward creating a larger market for electric vehicles. With “Plan S” we have ambitious plans to offer 11 new EV models between the end of 2020 to 2025.