მენიუს გახსნა
“ელექტრო ავტომობილებს არ სჭირდება ზეთის შეცვლა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას შიდა წვის ძრავის მოძრავი დეტალების შესაპოხად. ელექტრო ავტომობილებს განსხვავებით აქვს ელექტრო ძრავი, რომელიც არ საჭიროებს შეპოხვას.”
ელექტრო ავტომობილი იყენებს რადიკალურად განსხვავებულ ძალურ აგრეგატს, ასე რომ ზეთის შეცვლა არასოდეს იქნება თქვენი საზრუნავი. ტრადიციული ავტომობილების ძრავის მოძრავ კომპონენტებს სჭირდება შეპოხვა, რათა ძრავის სარქველებმა, დუშმა და სხვა მოძრავმა დეტალებმა იმუშაოს შეუფერხებლად მაღალ სიჩქარეზე. ამდენად ძრავში ზეთის განახლება წარმოადგენს აუცილებლობას აღნიშნული დეტალების ცვეთის შემცირების მიზნით. რადგან დეტალების ზედაპირის ხახუნის შედეგად მეტალის ატომური ნაწილაკები აკუმულირდება შესაპოხ სითხეში, რაც ქმნის პერიოდულად ზეთის შეცვლის აუცილებლობას ძრავის შეუფერხებელი მუშაობისა და მისი ექსპლოატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით.
თუმცა ელექტრო ავტომობილებში აღნიშნული საჭიროებას არ წარმოდგენს.
ელექტრო ავტომობილი მოძრაობაში მოდის ელექტრო ძრავის მეშვეობით, რომელიც იყენებს ბატარეებში აკუმულირებულ ენერგიას. ამდენად მისი განსხვავებული ძალური აგრეგატი არ საჭიროებს ზეთის შეცვლის რუტინას ტრადიციული ავტომობილებისგან განსხვავებით.
მართალია თქვენი ელექტრო ავტომობილი არ საჭიროებს ზეთის შეცვლას, თუმცა გამაგრილებელი, სამუხრუჭე და მინების საწმენდი სითხის გეგმიური შემოწმება აუცილებლობას წარმოადგენს.
1. გამაგრილებელი სითხე - ელექტრო ავტომობილის თერმორეგულაციის სისტემაში მუდმივად მოძრაობს გამაგრილებელი სითხე, რომელიც ბატარეას იცავს გადახურებისგან. აღნიშნული სითხის დამატება ან შეცვლა პერიოდულად აუცილებელია
2. სამუხრუჭე სითხე - ე.წ რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემის შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭიროა სამუხრუჭე სითხე, რომლის შეცვლა როგორც წესი ხდება ყოველ 40 000 კმ გარბენზე.
3. საქარე მინის მრეცხავები - აღნიშნული სითხის შევსება დამოკიდებულია მინის მწმენდავების გამოყენების სიხშირეზე