მენიუს გახსნა
“ელექტრო ავტომობილი ცალსახად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული ავტომობილი. მოძრავი კომპონენტების სიმცირის, აგრეთვე აალებადი საწვავის არარსებობის გამო ელექტრო ავტომობილებს ნაკლებად ეხება ტრადიციული ავტომობილებისთვის დამახასითებელი უსაფრთხოების პრობლემები.”
ელექტრო ავტომობილები არსებითად უფრო უსაფრთხოა ვიდრე შიდა წვის ძრავის ავტომობილები.
აალებადობა
ლითიუმ-იონის ბატარეა, რომელიც წარმოადგენს ელექტრო ავტომობილებისთვის მთავარ ენერგიის წყაროს, არის აალებადი. ამასთან იგი მოიცავს გალვანურ ელემენტს, რომელმაც მოკლე ჩართვისას ბატარეის დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა აალება გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, ლითიუმ-იონის ბატარეა წარმოადგენს გაცილებით ნაკლების რისკის მატარებელს, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები. მოკლე ჩართვის ან გარე დაზიანების პრევენციის მიზნით ელექტრო ავტომობილების ბატარეა როგორც წესი დაცულია დამცავი და გამაგრილებელი საფარი შრით, რომელიც ავსებულია გამაგრილებელი სითხით. გარდა ამისა, მიუხედავად გამაგრილებელი შრის არსებობისა, ელექტრო ავტომობილებში ბატარეები განლაგებულია მწკრივად და არა ჯგუფურად, რომელიც გამორიცხავს შესაძლო დაზიანებას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
ჰაერის ხარისხი
ელექტრო ავტომობილები არ გაყოფს გარემოში გამონაბოლქვ აირებს, რადგან ერთადერთი ენერგიის წყარო მათთვის არის ელექტრო ბატარეა. შიდა წვის ძრავის საწვავის გადამუშავების პროდუქტებს კი წარმოადგენს ისეთი საშიში აირები, როგორიცაა ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირორჟანგი. ეს აირები არამარტო აბუნძურებს ატმოსფეროს, არამედ ყველაზე საშიში დაავადებების გამომწვევადაც კი ითვლება. ნულოვანი გამონაბოლქვი ნიშნავს გაუმჯობესებულ ჰაერის ხარისხს და შესაბამისად ჰაერის დაბუნძურებასთან ასოცირებული დაავადებების შემცირებულ მაჩვენებელს.
ტექნიკური მომსახურება
ნაკლები მოძრავი დეტალი ნიშნავს ტექნიკური მომსახურების ნაკლებ საჭიროებას. ტრადიციული ავტომობილების სუსტ მხარეს წარმოადგენს ხშირი მწყობრიდან გამოსვლა. თუმცა როგორც ელექტრო, ასევე ტრადიციული ავტომობილი საჭიროებს გეგმიურ სერვისს, რომლის ინტერვალი ელექტრო ავტომობილებში ნაკლებია. მხოლოდ 20-მდე მოძრავი დეტალის მქონე ელექტრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაცილებით მარტივია, ვიდრე ტრადიციული ავტომობილებისა, რომელთაც 2000-მდე მოძრავი დეტალი გააჩნია მარკისა და მოდელის მიხედვით.
ელექტრი იქნება ეს თუ ტრადიციული ავტომობილი, ორივე ფატალური რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. თავად ის ფაქტი, რომ ელექტრო ავტომობილი არ ატარებს საწვავით სავსე ავზს უკვე წარმოადგენს მეტი უსაფრთხოების გარანტს. მართალია ლითიუმ-იონის ბატარეას გარკვეულწილად აალებადი თვისებები გააჩნია, თუმცა შიდა წვის ძრავთან შედარებით ეს რისკი გაცილებით ნაკლებია. სინამდვილეში, მწარმოებლები პერმანენტულად აუმჯობესებენ ბატარეებს აალების პრევენციის კუთხით.
ამის გარდა, ელექტრო ავტომობილების შედარებით მაღალ წონას ასევე პოზიტიური ეფექტი აქვს უსაფრთხოებაზე. ელექტრო ავტომობილები, რომლებშიც ინტეგრირებულია ენერგიის შესანახი დამუხტვადი სისტემა, როგორც წესი ტრადიციულ ავტომობილებზე მძიმეა. საბაზისო ფიზიკა ამბობს, თუ ორი განსხვავებული მასის მქონე ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, მაღალი მასის ავტომობილს ექნება ნაკლები შენელება, მსუბუქთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეტაკების შემთხვევაში მაღალი მასის მქონე ავტომობილის მგზავრები იქნებიან ნაკლები რისკის ქვეშ, ვიდრე შედარებით მსუბუქი ავტომობილის.